2024 წლის 1-4 ივლისს , ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონეპაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლებისხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) ფარგლებში პროექტისკონსორციუმის წევრები საქართველოდან (ევროპის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტი, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრი) სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ სოფიასსამედიცინო უნივერსიტეტს (ბულგარეთი).
ვიზიტის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა ჩაატარეს შეხვედრები სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან, დეკანის მოადგილესთან სასწავლო მიმართულებით, ასევე თერაპიული სტომატოლოგიისა და ორთოპედიულისტომატოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. შეხედრებზე გაზიარებული იქნა სოფიას უნივერსიტეტისსტომატოლოგიის ფაკულტეტის საუკეტესო პრაქტიკები დიპლომამდელი განათლების სფეროში. სამუშაო ჯგუფისწევრები ასევე შეხვდნენ ბულგარეთის სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც ამავდროულადსტომატოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის არჩეული პრეზიდენტია. ასევე ბულგარეთის სტომატოლოგთაასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს და სოფიას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს დიპლომისშემდეგომი განათლებისგანხრით. მათთან განხილული იქნა ბულგარეთში დიმპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი სამედიცინოგანათლების თავისებურებები. გარდა შეხვედრები ჩატარდა საერთაშორისო ინტეგრაციისა და პროექტებისდაფინანსების დეპარტამენტთან.