Skip to content

პროექტი HEAL ეროვნულ კონფერენციაზე “მულტიდისციპლინური სტომატოლოგია”

HEAL Project Showcased at National Conference “Multidisciplinary Dentistry”

2025 წლის 27 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის “რადიქსი” ორგანიზებით ქალაქ თელავში კონფერენცია “მულტიდისციპლინური სტომატოლოგია” გაიმართა, სადაც HEAL-ის პროექტის მთავარმა მკვლევარმა, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. სოფიო სამხარაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის ზოგადი მიზნები და სტომატოლოგებისთვის განკუთვნილი სამომავლო აქტივობები გააცნო.
 
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის, საქართველოს ასოციაციის ექსპერთა საბჭოს წევრები ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, და 100-ზე მეტი მოქმედი სტომატოლოგი, რეზიდენტი და სტუდენტი აღმოსავლეთ საქართველოდან.