Skip to content

HEAL Erasmus+ Project-ის კონსორციუმის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა

2025 წლის 7-9 ივლისს, HEAL Erasmus+ Project-ის კონსორციუმის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა (ქუთაისი, საქართველო).

შეხვედრის მსვლელობისას კონსორციუმის მიერ განხილული იყო პროექტის პირველ ნახევარში (თვე 1 – თვე 18) განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ და გასაანახლებელ სტომატოლოგიის პროგრამის სასწავლო კურსებს, განისაზღვრა 2025 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა.

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის ცენტრი მიელინი და წმ.ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი. ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული ცენტრების საქმიანობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებულ სერვისებს და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.