Skip to content

პროექტი HEAL საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე საერთაშორისო კონგრესზე

HEAL Project Presented at the 21st International Congress of the Georgian Dental Association (GDA)

2025 წლის 11-12 ივლისს, ქალაქ ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, სადაც HEAL-ის პროექტის მთავარმა მკვლევარმა, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. სოფიო სამხარაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის ზოგადი მიზნები და სტომატოლოგებისთვის განკუთვნილი სამომავლო აქტივობები  გააცნო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტომატოლოგებისთვის დაგეგმილმა ტრენინგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ყოველწლიურ კონგრესს 500-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტი ესწრებოდა.