Skip to content

ახალი სასწავლო კურსის „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია: პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კლინიკური პროტოკოლები“ პრეზენტაცია

New Study Course on “Special Needs Dentistry” Introduced under the HEAL Project

2025 წლის 19-21 სექტემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, დაბა ბოშურში, სასტუმრო „სოლო გრანდში“ უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები ჩატარდა, სადაც HEAL-ის პროექტის მკვლევარმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ზურაბ ალხანიშვილმა მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი სასწავლო კურსი „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია: პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კლინიკური პროტოკოლები“ გააცნო, რომელიც  მიზნად ისახავს მომავალი სტომატოლოგების სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურებისათვის შესაბამისი უნარებით აღჭურვას, რაც სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. პრეზენტაციის დროს აღნიშნული იყო, რომ პილოტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის აკრედიტებული სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული სტომატოლოგისთვის.