2024 წლის 3-7 ივნისს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) ფარგლებში პროექტის კონსორციუმის წევრები საქართველოდან (ევროპის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრი) სტამბულის აიდინის უნივერსიტეტს (თურქეთი) სამუშაო ვიზიტით ეწვიენ.
ვიზიტის ფარგლებში, კონსორციუმის წარმომადგენლები სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, გაეცნენ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერეს პრაქტიკის ობიექტები, რის შემდეგაც განათლების ორივე საფეხურზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მომსახურების იმპლემენტაციის გზები განიხილეს.