პროექტის სახელწოდება:
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის აკრონიმი:
HEAL
პროექტის კოდი:
ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331
პროექტის განხორციელების ვადა:
01/01/2024 – 31/12/2026
პროექტის შესახებ:
ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) მიზანია საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეუწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
პროექტის ძირითადი ამოცანებია: (1) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმების მოდერნიზება არსებული სასწავლო კურსების განახლებითა და ახალი კურსების შემუშავებით; შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური სერვისების ხარისხიანი მიწოდების მიზნით მათში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით; (2) საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება; (3) თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პრაქტიკოსი სტომატოლოგების უწყვეტი განათლების (LLL) შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სპეციალური სასწავლო მოდულების შემუშავებითა და შეთავაზებით; (4) შშმ პაციენტებსა და მათ მომვლელებს შორის ცნობიერების ამაღლება პირის ღრუს ჯანმრთელობისა და სტომატოლოგიური სერვისების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.