Skip to content

HEAL-ის კონსორციუმის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა პოლონეთში

2024 წლის 26-30 მაისს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) ფარგლებში პროექტის კონსორციუმის წევრები საქართველოდან (ევროპის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრი) პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს (პოლონეთი) სამუშაო ვიზიტით ეწვიენ.

ვიზიტის განმავლობაში, კონსორციუმის წევრები შეხვდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის ინტეგრირებული სტომატოლოგიის, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიისა და განსაკუთრებული საჭიროებების სტომატოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, გაეცნენ სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამების კომპონენტებს, განსაკუთრებული საჭიროებების სტომატოლოგიის სწავლების თავისებურებებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.