Skip to content

სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026

2026 წლის 29-31 მაისს, თბილისში, „სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026” – ის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი „სტომატოლოგიური დაავადებების და გართულებების მართვა ონკოლოგიურ პაციენტებში”, რომელსაც გაუძღვნენ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოფიო სამხარაძე და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – მარიკა ზურმუხტაშვილი.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ქიმიო და რადიოთერაპიამდე პაციენტის სტომატოლოგიური შეფასების მნიშვნელობა, მკურნალობის პერიოდში განვითარებული პირის ღრუს გართულებების პრევენციისა და მართვის სტრატეგიები, პაციენტების გრძელვადიანი მონიტორინგის პრინციპები. ასევე განხილულ იქნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციები ონკოლოგიური პაციენტების სტომატოლოგიური მართვის საკითხებზე და სხვა კლინიკური შემთხვევები.

სატრენინგო კურსი შემუშავებული იყო HEAL-ის პროექტის ფარგლებში და ეფუძნება პროექტის ევროპელი პარტნიორი ქვეყნების არსებულ პრაქტიკებს.

ტრენინგ კურსს ქვეყნის მასშტაბით 47 სტომატოლოგი დაესწრო.